пятница, 20 июня 2014 г.

                             მათემატიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების  კათედრა
                  2013–2014  სასწავლო წლის წერილობითი ანგარიში
                                                                                  კათედრის ხელ–ლი: ი.გიორგაძე
მათემატიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრაზე ირიცხება 11 პედაგოგი:    ე.ბრეგვაძე, ი.გიორგაძე, ლ. გულუა,   ბ. ზაალიშვილი,    თ. თოდუა,     ი. კობრავა,     ლ. მესხი,   მ. შერგელაშვილი, მ. ცუცქირიძე, ი. გუგულაშვილი, ვ. ბაკურაძე.
2013–2014 სასწავლო წლის განმავლობაში მათემატიკის კათედრამ ჩაატარა რამდენიმე დაგეგმილი სხდომა. ყოველ სხდომაზე ვმსჯელობდით აქტუალურ საკითხებზე და ვცდილობდით დიალოგის სახით გადაგვეჭრა არსებული პრობლემები.
სასწავლო წლის დასაწყისში დაწვრილებით განვიხილეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმა.ყურადღება გავამახვილეთ სწავლა –სწავლების ძირითად პრინციპებზე, საბაზო და საშუალო საფეხურის ძირითად ამოცანებზე, მოსწავლის შეფასების სისტემაზე, ძირითად მეთოდიკურ ორიენტირებზე, კერძოდ მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომაზე,სწავლა–სწავლების პროცესში  თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვაზე, რაც გულისხმობს სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდებას, ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიან განხილვას, საგანთაშორისი კავშირების გამოვლენას და საერთო ასპექტების დამუშავებას. მოსწავლის მოტივაციის გაზრდას, დისციპლინას, მოსწავლეთა ჩართულობას.
სექტემბრის დასაწყისში გავანაწილეთ საათები, შევადგინეთ სასწავლო სახელმძღვანელოების ნუსხა, შევარჩიეთ დამხმარე სახელმძღვანელოები დამატებითი მასალის სახით.
V-XII კლასებში ეროვნულ–სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ერთობლივად შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები. კათედრაზე ერთობლივად განვიხილეთ თითოეული მასწავლებლის გეგმა. ვისაუბრეთ სილაბუსების შედგენაზე, რომლებიც რამოდენიმე კვირაში ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა. მასწავლებლებმა შექმნეს  ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებისა და ინდიკატორების გათვალისწინებით სამოდელო გაკვეთილების ნიმუშები.შეადგინეს შემაჯამებელი წერების გრაფიკი და შეფასების სქემები. თითოეულმა მასწავლებლემა I და II სემესტრის ბოლოს წარმოადგინა შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი. პედაგოგები ესწრებოდნენ მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს მასწავლებლის სახლში.
მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის საქალაქო და ეროვნულ ოლიმპიადებში.
II სემესტრის ბოლოს ჩატარდა გამოცდები მე–7, მე–9 და მე–10 კლასებში. წელს პირველად ჩატარდა გამოცდა კომპიუტერთან მე–7 კლასებში, მოსწავლეებმა დამაკმაყოფილებლად გაართვეს თავი კოპიუტერთან მიცემულ საკითხებს. სკოლამ დაადგინა შეფასების კრიტერიუმები , თითოეულ მოსწავლეს განსაზღვრულ ერთ საათში  უნდა  გამოეყვანა 40  საკითხი.თითოეულ არასწორ პასუხზე მოსწავლეს აკლდებოდა 10%.საბოლოო შედეგი დაფიქსირდა 5,5 ქულა, რაც საწყისი ეტაპისათვის დამაკმაყოფილებელი შედეგია. მე–9 და   მე–10 კლასებში ჩატარდა წერითი გამოცდა. გავითვალისწინეთ წინა წლებში მიღებული გამოცდილება და წელს შედარებით უკეთესად  ჩატარდა გამოცდები და  უკეთესი შედეგები დაფიქსირდა.
I და  II სემესტრების ბოლოს კათედრის მასწავლებლები ატარებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებს: ღია და ინტეგრირებულ გაკვეთილებს, პროექტებს, პრეზენტაციებს და კედლის გაზეთებს.
აპრილის ბოლო კვირაში ჩატარდა მათემატიკის კვირეული. კვირეულის ფარგლებში მე–5 კლასელებმა გამოუშვეს კედლის გაზეთები თემაზე: „სახალისო მათემატიკა“.
მედიკო შერგელაშვილმა ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი V1 და Vკლასებში თემაზე ,, მონაცემთა დამუშავება და მათი ინტერპრეტაცია ‘’ . გაკვეთილი ინტეგრირებული იყო ბუნებასთან და ინფორმატიკასთან პედაგოგები თ. კობაიძე და ი. გუგულაშვილი.
 მე–6 კლასელებმა ჩაატარეს გამოკითხვა სხვადასხვა თემაზე, დაამუშავეს მიღებული მონაცემები და  გამოუშვეს  კედლის გაზეთები შესაბამის თემებზე.
მე–7 კლასელებმა დაამუშავეს თემა: „გეომეტრიული ფიგურები“.
მე–8 კლასელებმა კი  თემა: „ოთხკუთხედები“. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფების მიხედვით და თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა სლაიდ შოუ თემის გარშემო.
მე–9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები სივრცითი ფიგურების შესახებ.
მე–10 კლასის მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით დაამუშავეს პროექტი თემაზე: „ფიგურების ფართობები“.
მე–11 კლასის მოსწავლეებმა კი პროექტი თემაზე თემები „მრავალწახნაგების კვეთები და მათი ფართობების გამოთვლა.“
მე–12 კლასელებმა წარმატებით ჩააბარეს საატესტატო გამოცდები მათემატიკაში, მხოლოდ ორმა მოსწავლემ ვერ გადალახა ბარიერი.

მათემატიკის და ინფორმატიკის კათედრის პედაგოგები , ჩვეულებისამებრ ეცდებიან   გამოიყენონ ახალი სასწალო წლის დადგომამდე დარჩენილი  დრო , რათა უფრო კარგად დასახონ პროფესიული განვითარების გზები, შეიმუშავონ რეკომენდაციები ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მომავალ სასწავლო წელს უფრო მეტი მონდომებით შეუდგნენ საქმეს  და უფრო მეტ  წარმატებებს მიაღწიონ  წინა წლებთან შედარებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий